ახალი ამბები

ფრანსუა ოლანდი მხარს უჭერს უკრაინელი ჩინოვნიკების მიმართ პერსონალურ სანქციებს

19 თებერვალი, 2014 •
ფრანსუა ოლანდი მხარს უჭერს უკრაინელი ჩინოვნიკების მიმართ პერსონალურ სანქციებს

ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის კანცელარიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ფრანსუა ოლანდისა და პოლონეთის პრემიერ–მინისტრის დონალდ ტუსკის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

 

“პრეზიდენტი გმობს ძალადობას და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ შეწყვეტას”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ოლანდი მოუწოდებს ევროკავშირს, უახლოეს საგანგებო შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომელიც 20 თებერვალს გაიმართება, მიიღოს გადაწყვეტილება სანქციების შემოღების თაობაზე.

 

ევროკავშირს სანქციების დაკისრების საკითხის განხილვისკენ მოუწოდებს ლიტვაც. “დღეს კიევის ქუჩებში უკრაინის ბედი წყდება”, – განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი