“კიევსა და უკრაინის ზოგიერთ სხვა ქალაქში გასულ ღამეს ოპოზიციის რადიკალური ძალების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაიღვარა სისხლი. არიან დაღუპულები და დაჭრილები, როგორც მოსახლეობაში, ისე სამართალდამცავებს შორის, რომლებიც სახელმწიფო მართლწესრიგის კანონიერ ინტერესებს იცავენ.
უკრაინის დასავლეთის ოლქებში საქმე მივიდა მილიციის ორგანოების, პროკურატურის, სამხედრო ნაწილების შენობების აღებამდე. არსებითად საუბარია ხელისუფლების ძალისმიერი გზით დაუფლების მცდელობასთან.
აღშფოთებას იწვევს ოპოზიციის ლიდერების მხრიდან რეაქციის არქონა რადიკალების ქმედებებზე, რომლებიც შენიღბულნი არიან დემაგოგიური ლოზუნგებით – დემოკრატიის, ევროპული ღირებულებების დაცვის შესახებ.
ასევე, ვერ ვხედავთ ევროპელი პოლიტიკოსების და სტრუქტურების მკაფიო რეაქციებს, რომლებიც უარს აცხადებენ აღიარონ, რომ რადიკალური ძალების ქმედებების გამო უკრაინაში მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას.
რუსეთის მხარე მოითხოვს, რომ “მაედნის” ლიდერებმა შეაჩერონ სისხლისღვრა თავიანთ ქვეყანაში, დაუყოვნებლივ განაახლონ დიალოგი კანონიერ ხელისუფლებასთან მუქარისა და ულტიმატუმების გარეშე.
უკრაინა არის რუსეთისთვის მეგობრული, მოძმე სახელმწიფო, სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ყველა გავლენას, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა და სიმშვიდე გამეფდეს”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.




