ახალი ამბები

იანუკოვიჩის ბრძანებით 20 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა

19 თებერვალი, 2014 •
იანუკოვიჩის ბრძანებით 20 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა

ბრძანებაში წერია, რომ ხვალ, 20 თებერვალს, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის, საჯარო დაწესებულებების, სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების შენობა–ნაგებობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. გაუქმდა დაგეგმილი საკონცერტო–გასართობი და სპორტული ღონისძიებები. ბრძანების თანახმად, პროგრამების შესაბამისად შეცვლა დაევალათ ტელე–რადიომაუწყებლებსაც.

 

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულია 25 ადამიანი, 250–ზე მეტი პირი კი ჰოსპიტალიზებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი