ახალი ამბები

რუსეთის მოქალაქის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს

19 თებერვალი, 2014 •
რუსეთის მოქალაქის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს

ბარკალაია თავის ღია წერილში წერს, რომ 2013 აპრილში საფრანგეთის აღნიშნულმა უნივერსიტეტმა დოქტორის წოდების დამადასტურებელ დიპლომში დაბადების ადგილად სოხუმი/რუსეთი ჩაუწერა, რის შემდეგაც მან უნივერსიტეტს შეცდომის გასწორებისა და ახალი დიპლომის გაცემის თხოვნით მიმართა.

 

“სოხუმი საუკუნეების განმავლობაში აფხაზეთისა და საქართველოს ტერიტორიაზეა. ისინი გაეროსა და ევროკავშირის მიერ არის აღიარებული. ამჟამად მე მოველი ახალ დიპლომს, სადაც ჩემი დაბადების ადგილი ზუსტად იქნება მითითებული,”- წერს იგი. 

 

პრეზიდენტ მარგველაშვილისადმი მიწერილ ღია წერილში ბარკალაია რამდენიმე კითხვას უსვამს მას. 

 

1. “რატომ მიიჩნევს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი, რომ [მის ციტატას მოვიყვან] „ის, რომ ლატვიის სასკოლო სახელმძღვანელოებში აფხაზეთი და სახმრეთ ოსეთი სახელმწიფოებად არის მოხსენიებული, არ არის კარგი, მაგრამ არც საშინელებაა.“

 

2. ასეთი შემთხვევებში რატომ არ იგზავნება თქვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტები [უკანასკნელ ფაქტს გავიხსენებ – ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს დანისლული რუკა]; 

 

3. რატომ მიიჩნევთ, რომ მიზანშეუწონავია ჩემი ქვეყნის [რუსეთის] პრეზიდენტთან, პუტინთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტირიებზე საუბარი?

 

და ბოლოს, ჩემთვის, როგორც კერძო პირისთვის, არა დევნილისთვის, რატომ არ გახდა შესაძლებელი დიპლომის მიღება, სადაც დე ფატქო სუვერენული ტერიტორია სხვა ქვეყნის [რუსეთის ფედერაციის] იურისდიქციაშია და თქვენი სახელმწიფო და საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის რატომ არ არის ეს კაზუსი “საშინელი.” – წერს ბარკალაია.

 

ბარკალაია ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს საქართველოს მთავრობა არ გაამწვავოს სიტუაცია ორ ქვეყანას შორის.

 

“ნუთუ ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მნიშნველოვანი და არსებითი პრობლემები არსებობს?”

 

ეს ჩემი აზრით არის ის, რაზეც ამბობენ, „ეს უარესია, ვიდრე დანაშაული.” ჩემთვის გაუგებარია, რომ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, ხელს ჩამორთმევთ ადამიანს, რომელიც თავისი ქვეყნის გარშემო ახალი ბერლინის კედელს აშენებს, მით უმეტეს, თქვენს ტერიტორიაზევე. 

 

თქვენთვის, ბატონო პრეზიდენტო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ფილოსოფოსს განათლებით, არ შეიძლება უცნობი იყოს, რომ მსავსი ტიპის „პრაგტმაიზმი“ ძალიან ხშირად ისტორიაში ბრუნდება დიდი და ჩამოურეცხავი სირცხვილით, რასაც ნამდვილად არ ვუსურვებ არც რუსეთს, არც საქართველოს და არც პირადად თქვენ,“- წერს ნინო ბარკალაია. 


ბარკალაია წერილში ამბობს, მისი ოჯახი რუსეთში 100 წელზე მეტია ცხოვრობს, თუმცა მისი ისტორიული სამშობლო საქართველოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი