ახალი ამბები

შსს–მ ასანთის 28 კოლოფში დაფასოებული მარიხუანა ამოიღო

19 თებერვალი, 2014 •
შსს–მ ასანთის 28 კოლოფში დაფასოებული მარიხუანა ამოიღო

სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ასანთის 28 კოლოფში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.  შსს–ში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 55,66 გრ მარიხუანა.

გამოძიების ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტიც დაუდგინდა და ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის  ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი