ახალი ამბები

გამოკითხულთა უმრავლესობა ხუდონჰესის აშენებას მხარს არ უჭერს

18 თებერვალი, 2014 •
გამოკითხულთა უმრავლესობა ხუდონჰესის აშენებას მხარს არ უჭერს

ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ხმა გამოკითხულთა საერთო რაოდნეობის 63–მა პროცენტმა მისცა, ჰესის მშენებლობას მხარი 32–მა პროცენტმა დაუჭირა, ხოლო “არ ვიცი” პასუხი 3,4–მა პროცენტმა დააფიქსირა. ონლაინ–გამოკითხვაში სულ 1381–მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ნეტგაზეთის ვებგვერდზე გამოკითხვა 11 თებერვალს დაიწყო და დღეს, 18 თებერვალს დასრულდა. 

 

ერთი IP მისამართიდან ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ იყო შესაძლებელი და გამოყენებული იყო გამოკითხვის ონლაინ პლატფორმა polldaddy.com.

 

ეს გამოკითხვა არ არის რეპრეზენტატული და არ ასახავს საქართველოს მთელი მოსახლეობის ან ინტერნეტმომხმარებლების საერთო რაოდენობის აზრს. 

გამოკითხვებს პერიოდულად ატარებს ნეტგაზეთი, რათა გაიგოს მკითხველების აზრი ამა თუ იმ საკითხზე.  

მასალების გადაბეჭდვის წესი