უკრაინაში საქართველოს ელჩის, მიხეილ უკლებას განცხადებით, გარდაცვლილი არის 1960 წელს დაბადებული ზურაბ ხურცია.
უკლებას თქმით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება და მოგვიანებით დაზუსტდება, თუ რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის დედაქალაქში დღეს ისევ დაიძაბა ვითარება, შეტაკებები ბერკუტსა და ევროინტეგრაციის მომხრე მომიტინგეებს შორის ამ დრომდე გრძელდება. შეტაკებებს დღეს მსხვერპლი მოჰყვა.




