ახალი ამბები

დამოუკიდებელი კანდიდატი, “ან ოპოზიციამ წაიღოს ეს ინსტიტუტი” – ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე

24 ივლისი, 2018 •
დამოუკიდებელი კანდიდატი, “ან ოპოზიციამ წაიღოს ეს ინსტიტუტი” – ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი პოზიციაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო კანდიდატი გუნდიდან არ დაასახელოს.

როგორც ივანიშვილმა პირველი არხისთვის მიცემულ ინტევრიუში თქვა, თუ ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი გამოჩნდება, მისი პოზიციაა, რომ “ოცნებამ” მას დაუჭიროს მხარი, ხოლო თუ ასეთს ვერ მონახავენ, “მაშინ ოპოზიციამ წაიღოს” ეს ინსტიტუტი.

ივანიშვილის თქმით, ის, რომ პრეზიდენტი მმართველი გუნდის წარმომადგენელი არ გახდეს, დემოკრატიის განვითარებას სჭირდება ქვეყანაში, გამომდინარე იქიდან, რომ “ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს და მუნიციპალიტეტების დონეზე ყველა საკრებულოსა თუ გამგეობას აკონტროლებს.

მისივე თქმით, ეს არ არის “ოცნების” საბოლოო პოზიცია და დისკუსია მიმდინარეობს. პარტიის თავმჯდომარის თქმით, ბევრი მის აზრს ამ საკითხზე არ იზიარებს. ივანიშვილის განმარტებით, გუნდში გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ იღებს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა საკითხი სწორედ ისე გადაწყდეს, როგორც ის ამბობს.

რაც შეეხება გუნდის შიგნით არსებულ კანდიდატებს, ივანიშვილი ამბობს:

“ზურა აბაშიძე, სერგეენკო, სოზარ სუბარი, ჩემზეც ამბობენ, თეა წულუკიანი და ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს, ვინც მართლაც შეიძლება მოახერხოს და პირველივე ტურში გაიმარჯვოს .

მასალების გადაბეჭდვის წესი