საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია:
“პრემიერის გადაწყვეტილებით, ყველა თვითმმართველ ქალაქში მერები პირდაპირი გზით სწორედ 50%-იანი ბარიერით აირჩევა. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლების არჩევაც 50%-იანი ბარიერის გადალახვის გზით მოხდება.”
აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტის თანხმობა ჭირდება, როგორც პრემიერის პრეს-სამსახური იტყობინება, ირაკლი ღარიბაშვილმა გამართა შეხვედრა და დაითანხმა კოალიცია “ქართული ოცნება” აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.







