დღეს პირველი არხის ეთერში მაკა ცინცაძეს სტუმრად ბიძინა ივანიშვილი ეყოლება

დღეს, 24 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ბიძინა ივანიშვილი იქნება სტუმრად. ნეტგაზეთს  “ქართული ოცნების” პრესსამსახურში განუცხადეს, რომ პარტიის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან”. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის მონაწილეობით გადაცემა დაიწყება 21:45-ზე.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” მეხუთე ყრილობაზე, რომელიც 11 მაისს გაიმართა, პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩიეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.