პროკურატურის ცნობით, დააკავეს პოლიციელი, რომელმაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა.
პროკურატურის ცნობით, 23 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ფოთში ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან მდებარე თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე, დაკავებისას ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით თავის არეში დაზიანება მიაყენა ერთ პირს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით. პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი დაკავებულია ბრალდებულის სახით.
შსს–ს ცნობით, პოლიციელს დაკავებისას დასაკავებელმა პირმა ბლაგვი საგნით თავის არეში ჩაარტყა, რის შემდეგაც პოლიციელმა გაისროლა. პოლიციის ცნობით, გამოძიება ასევე მიმდინარეობს ქურდობის ფაქტზეც, სისხლის სასამართლის კოდექსის 19-177 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.