ახალი ამბები

დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატია

21 ივლისი, 2018 • 2696
დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატია

“ევროპულმა საქართველომ” 21 ივლისს პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა.

ევროპული საქართველო პრეზიდენტობის კანდიდატი ქუთაისიდან, სპორტის სასახლიდან წარადგინა.

“რა თქმა უნდა ჩვენ ვიბრძოლებთ დღევანდელი ხელისუფლების დასამარცხებლად. ქართული ოცნების, როგორც იმ პოლიტიკური ძალის დასამარცხებლად, ვინც ქვეყანაში ეს უიმედობა მოიტანა. მინდა თავიდავნე ვთქვა, ამ ბრძოლაში ჩვენ ვიბრძოლებთ პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, მაგრამ არც ერთი ადამიანის წინააღმდეგ იმიტომ, რომ ის ადამიანებიც, ვინც მხარს უჭერდა ან უჭერს სხვა პარტიებს ჩვენი მოქალაქეები არიან, ქართველები და ამ ქვეყნის შვილები არიან.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთად დადგომა. ძალიან ბევრი განსხვავება არსებობს ჩვენს შორის, მაგრამ არის ერთი საერთო, რომელიც განუზომლად მაღლა დგას ვიდრე ერთი განსხვავება – ამ საერთოს სახელია საქართველო და საქართველოს გულისთვის ყველამ უნდა შევძლოთ ერთად დადგომა ჩვენი ქვეყნის უკეთესი და საიმედო მომავლისთვის. ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, რომელიც იქნება ჩვენი ყველას გამარჯვება”,- განაცხადა ბაქრაძემ წარდგენისას.

დავით ბაქრაძის მთავარი დაპირებაა, რომ საქართველოდან წასულ ემიგრანტებს ლეგალური შრომის საშუალება მიეცეთ:

“მე ამ ადამიანებს ვეუბნები ჩემთვის ნდობის გამოცხადების და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი, რასაც გავაკეთებ ყველა უცხოურ ვიზიტზე, ყველა მეგობარი სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრის დროს იქნება უცხოური შრომითი ბაზრის გახსნა, სამუშაო კვოტების გამოყოფა იქ მყოფი ქართველებისთვის რომ ყველა ქართველს ვინც მუშაობს უცხოეთში ქონცეს ლეგარული სამსახური, ჰქონდეს გარანტირებული ხელფასი და ჰქონდეს სამედიცინო დაზღვევა. ამის გაკეთება საქართველოს პრეზიდენტს ნამდვილად შეუძლია მონდომების ხედვის და მუშაობის შემთხვევაში”,- განაცხადა მან.

ცნობილია პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციურმა პარტიებმა ასევე ქუთაისიდან, კონკრეტულად ბაგრატთან წარადგინეს,

მასალების გადაბეჭდვის წესი