ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მაკრონმა და ალიევმა ყარაბაღის კონფლიქტი განიხილეს

21 ივლისი, 2018 • 1840
მაკრონმა და ალიევმა ყარაბაღის კონფლიქტი განიხილეს

პარიზში, ელისეის სასახლეში საფრანგეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა შედგა.

ოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე ავრცელებს, შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი ყარაბაღის კონფლიქტი იყო.

“პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა კონფლიქტის დარეგულირების აზერბაიჯანულ პოზიციაზე. ამასთან იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის [ეუთოს – OSCE მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა] პრეზიდენტი, აღნიშნული კონფლიქტის დარეგულირების პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

ილჰამ ალიევი, ემანუელ მაკრონი, პარიზი, 2018, ფოტო: apa.az

მასალების გადაბეჭდვის წესი