ახალი ამბები

თბილისის ჯაზ სერიები TBC Status-ისგან

13 თებერვალი, 2014 • 1494
თბილისის ჯაზ სერიები TBC Status-ისგან

 

თიბისი სტატუსის მომხმარებლებს ექნებათ საშუალება, ექსკლუზიური ფასდაკლებებით შეიძინონ ბილეთები ოთხივე კონცერტზე. 

 

კერძოდ, TBC Status ბარათისPrimeCard-ით ან TBC Platinum ბარათით ბილეთების შეძენისას მოქმედებს 15-20-%-იანი ფასდაკლება. დაწვრილებით, ფასდაკლებების შესახებ, შეგიძლიათ, შეიტყოთ თიბისი ბანკის ვებ გვერდზე: http://bit.ly/tbilisijazzseries2014

 

ვალენტინობის დღეს ჯაზ სერიებს გახსნის ჯო ლოკი საკუთარ ბენთან და ვოკალისტ კენი ვაშინგტონთან ერთად, რომლებიც თბილისს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევიან.  ჯო ლოკი თანამედროვეობის წამყვანი ვიბრაფონისტია, ის მსოფლიოს 10 საუკეთესო ვიბრაფონისტს შორისაა. ლოკი საქართველოში ჩამოდის ახალ კვარტეტთან ერთად, რომელიც სპეციალურად ამ ტურნესთვის შეკრიბა, ასე რომ შედგება პრემიერა ამ ჯგუფით და ასევე ლოკის ახალი ალბომის პრეზენტაცია. 

 

მუსიკოსის ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ: http://bit.ly/JoeLocke

 

13 მარტს, ჯაზ სერიები გაგრძელდება პანამელი ვირტუოზი პიანისტის დანილო პერესის კონცერტით.  გარდა იმისა, რომ არის ძალიან ცნობილი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორი მუსიკოსი, დანილო პერესი UNESCO-ს კეთილი ნების ელჩიცაა და მთელ მსოფლიოში ეწევა ჯაზისა და დემოკრატიის პროპაგანდას. პარალელურად, დანილო პერესი ბერკლის საერთაშორისო ჯაზ ინსტიტუტის პრორექტორია. 

 

მუსიკოსის ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ:  http://bit.ly/DaniloPerezjazseries

 

27 აპრილს,  ჯაზ სერიების ფარგლებში თბილისს ცნობილი ბასგიტარისტი, ვიქტორ ვუტენი ეწვევა. ეს არის გრემის ხუთგზის მფლობელი მუსიკოსი, რომელიც 5 წლიდან უკრავს. მას მოიხსენიებენ, როგორც ყველაზე ნოვატორ ბასგიტარისტს ჯაკო პასტორიუსის შემდეგ. გასულ წელს ვიქტორ ვუტენი, მაიკ სტერნთან ერთად იყო ბათუმის ჯაზ ფესტივალზე, თუმცა ამჯერად ის ჩამოდის თავის ბენდთან ერთად, სადაც ის თვითონ იქნება ლიდერი.

 

მუსიკოსის ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ: http://bit.ly/VictorWootenjazz

 

17 მაისს, თბილისის ჯაზ სერიებს დახურავს ტერენს ბლანშანდის ბენდი. ეს არის აკუსტიკური ჯაზის შემსრულებელი ძალიან ცნობილი ჯაზ მუსიკოსი. წერს კინომუსიკას ძალიან ცნობილი რეჟისორებისათვის. არის რამდენიმე მუსიკალური ჯილდოს, მათ შორის გრემისა და ემის მფლობელი.  

 

მუსიკოსის ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ: http://bit.ly/TerenceBlanchardjazz

მასალების გადაბეჭდვის წესი