საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მეორე დღეა მაშველები ვერ ახერხებენტურიდტთან მისვლას, ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა და რთულად მისადგომი რელიეფის გამო.
ტურისტთა 8-კაციანი ჯგუფი თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. სამაშველო სამუშაოებში გუშინ ვერტმფრენი და სამთო-სამაშველო ჯგუფი ჩაერთო.
სამთო-მაშველებმა თეთნულდზე ჩარჩენილი ერთი უკრაინელი ტურისტის მთის ფერდობიდან ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა შეძლეს, თუმცა მეორე ტურისტამდე მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
თეთნულდზე დაკარგული 1 უკრაინელი ტურისტი გადაარჩინეს, მეორეს კვლავ ეძებენ