საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველებმა, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, თეთნულდზე ჩარჩენილი ერთი უკრაინელი ტურისტი მთის ფერდობიდან ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გვაცნობეს, ამ დროისთვის გრძელდება სამაშველო სამუშაოები მეორე უკრაინელი ტურისტის უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად.
ტურისტთა 8-კაციანი ჯგუფი თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენი და სამთო-სამაშველო ჯგუფია ჩართული.
სამთო-სამაშველოს მაშველებმა ორი უკრაინელი ტურისტის ადგილმდებარეობა მალევე დაადგინეს, თუმცა ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა და რთულად მისადგომი რელიეფის გამო, ადგილზე მისვლას აქამდე ვერ ახერხებდნენ.