ახალი ამბები

ილია მეორის მისალოცი წერილები ბახტაძესა და ვიცეპრემიერებს

19 ივლისი, 2018 • 2640
ილია მეორის მისალოცი წერილები ბახტაძესა და ვიცეპრემიერებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე ახალ პრემირს, მამუკა ბახტაძეს და ვიცეპრემიერებს, გიორგი გახარიასა და მაია ცქიტიშვილს ახალ თანამდებობებზე დანიშვნას ულოცავს.

“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო მამუკა. გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას, ეს არის დიდი პატივიც და პასუხისმგებლობაც,” – წერია ილია მეორის პირველ წერილში, რომლის ადრესატიც მამუკა ბახტაძეა.

ილია მეორე ახალ თანამდებობებზე დანიშვნას ულოცავს მაია ცქიტიშვილსა და გიორგი გახარიასაც. წერილებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი მთავრობის ლიდერებს წარმატებასა და ღვთის წყალობას უსურვებს.

წერილი მამუკა ბახტაძეს. ფოტო: საპატრიარქო

წერილი გიორგი გახარიას. ფოტო: საპატრიარქო

წერილი მაია ცქიტიშვილის. ფოტო: საპატრიარქო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი