ახალი ამბები

“ქართული ოცნებიდან” პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე გარიცხეს

18 ივლისი, 2018 • 4633
“ქართული ოცნებიდან” პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე გარიცხეს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნო აცხადებს, რომ პარტიიდან პარლამენტარ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად პარტიის წევრებისთვის შეურაცხყოფის მიყენება სახელდება.

„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები. „ქართული ოცნებისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპებია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნო ერთხმად ადგენს, პარტიიდან გაირიცხოს მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, დავით ჭიჭინაძე“ – აღნიშნულია სამდივნოს გადაწყვეტილებაში.

პარტიიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

ამავე თემაზე

ჭიჭინაძის თქმით, ოცნებიდან მედროვეებმა გარიცხეს, რომლებიც სკამებს სცემენ პატივს

“ქართული ოცნებიდან” პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე გარიცხეს

“ქართული ოცნებიდან” პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე გარიცხეს

მასალების გადაბეჭდვის წესი