ახალი ამბები

მიხეილ გიორგაძე მინისტრ ბატიაშვილის მოადგილედ დაინიშნა, ბერიკაშვილი – არა

18 ივლისი, 2018 • 3228
მიხეილ გიორგაძე მინისტრ ბატიაშვილის მოადგილედ დაინიშნა, ბერიკაშვილი – არა

კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე განათლებისა და კულტურის გაერთიანებულ სამინისტროში მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის პირველ მოადგილედ დაინიშნა. რაც შეეხება მანანა ბერიკაშვილს, რომელიც კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, გაერთიანებულ სამინისტროში მუშაობას ამ პოსტზე აღარ გააგრძელებს.

სამინისტროს ვებგვერდზე მოადგილეთა განახლებული სია დღეს, 18 ივლისს გამოქვეყნდა. როგორც ნეტგაზეთ სუთხრეს სამინისტროში, ბრძანება მათი დამტკიცების შესახებ უწყებაში დღეს შევიდა. რაც შეეხება სხვა მოადგილეებს, მათი სია შემდეგნაირია: ლია გიგაური, თეიმურაზ მურღულია, ალექსანდრე თევზაძე ,ლევან ხარატიშვილი. შალვა გოგოლაძე  და ირინა აბულაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი