ახალი ამბებირეკლამა

გიორგი ჩიქოვანმა იტალიური ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ენერგეტიკის პოტენციალი გააცნო

18 ივლისი, 2018 • 2249
გიორგი ჩიქოვანმა იტალიური ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ენერგეტიკის პოტენციალი გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩიქოვანმა იტალიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის პოტენციალი და ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები გააცნო.

მინისტრის მოადგილემ პრეზეტაცია საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმზე გააკეთა, რომელიც საქართველოში იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ბიზნეს ფორუმს ასევე დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში 160-ზე მეტი პროექტი მიმდინარეობს. გიორგი ჩიქოვანის თქმით, 2017 წელს და 2018 წლის პირველ ნახევარში ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 197 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის 7%-ს შეადგენს.

მისი ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში წარმატებით მოღვაწეობენ თურქული, ჩინური, ესტონური, ინდური, სამხრეთ კორეული, ბულგარული, ამერიკული, ნორვეგიული, ავსტრიული კომპანიები.

იტალიური ბიზნესის წარმომადგენლებმა საქართველოს ენერგეტიკის საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ დიდი დაინტერესება გამოხატეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი