ახალი ამბები

კლასში მოსწავლეთა რაოდენობა მცირდება

11 თებერვალი, 2014 • • 1006
კლასში მოსწავლეთა რაოდენობა მცირდება

“აქამდე კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 30 ბავშვით იყო განსაზღვრული, იგეგმება ამ რაოდენობის დაკლება 5 მოსწავლით. რა თქმა უნდა, აქამდე იყო გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევები, მაგალითად, როცა ოცდამეთერთმეტე ბავშვი იყო ტყუპისცალი და აუცილებლად უნდა ესწავლა ამ კლასში, ასევე, თუკი სკოლა მდებარეობდა მაღალმთიან რაიონში ან ისეთ ადგილზე, სადაც მოსწავლეების წასაყვანად სხვა სკოლა არ არის, ასეთი შემთხვევების გათვალისწინება ახლაც მოხდება”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები დაემატება კანონპროექტს ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე, რომლის ინიცირებაც პარლამენტში მარტის თვემდე მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი