“ამ ხაზის მშენებლობას ვიწყებთ, რადგან თუ სამომავლოდ იქნება პრესპექტივა, რომ ჩვენ მოვახერხოთ რუსეთთან 500-კილოვატიანი ხაზით შეერთება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის. დღეს ჩვენ, როდესაც ვყიდულობთ ელექტროენერგიას რუსეთის ფედერაციიდან, ვიღებთ ამ ელექტროენერგიას კავკასიონის გადამცემი ხაზიდან. ხდება ავარიები ზოგიერთ შემთხვევაში და მისი აღდგენა იწვევს გარკვეულ დროს, რადგან მაღალმთიან სვანეთშია ეს გადამცემი ხაზი. თუ მოვახერხებთ რუსეთთან, რომ მათაც ააშენოონ 500-კილოვატიანი გადამცემი ხაზი, და მოხდება დაკავშირება საქართველოსთან, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ელექტროსისტემისთვის. იმისთვის, რომ შევძლოთ ელექტროენერგიის ტრანზიტად გატარება რუსეთიდან თურქეთის გავლით ევროპაში, რაც მეტ შემოსავალს მოუტანს ჩვენს ეკონომიკას,”- განაცხადა კახი კალაძემ დღეს, 11 თებერვალს, მედიასთან შეხვედრის დროს.
თუმცა, კალაძის განმარტებით, ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული პროექტი არ არსებობს.
მედიასთან შეხვედრის დროს მინისტრმა ასევე ახალ პროექტებზე და ენერგეტიკის სფეროში ახალ ინვესტციებზე ისაუბრა.
“2013 წელი ინვესტიციების მხრივ წარმატებული წელი იყო. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით პირველ ადგილზე ვიყავით. დარწმუნებული ვარ მომავალში ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. 2012 წელთან შედარებით 7 %-ით არის გაზდრილი პირდაპირი უცხოური ივნესტიციები ენერგეტიკაში. ძალიან დიდი ინტერესია ამ დარგის მიმართ, ამაში დასამალი არაფერია, ეს არის ჩვენი ქვეყნის რესურსები- წყალი.”
კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ახალი [საერთო ჯამში, 400 მგვ სიმძლავრე] ჰიდროელექტრსადგურების მშენებლობის მიზნით ახალი ხელშეკრულებებია გაფორმებული და გამოცხადებულია ინტერესთა გამოხატვა.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, დაწყებულია 30 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროცესი.




