ახალი ამბები

ბატიაშვილი: I-VI კლასების სახელმძღვანელოების წონის პრობლემა გადაჭრილია

14 ივლისი, 2018 • 2678
ბატიაშვილი: I-VI კლასების სახელმძღვანელოების  წონის პრობლემა გადაჭრილია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სექტემბრიდან  I-VI კლასებისთვის შემოვა ახალი სახელმძღვანელოები, რომლებშიც წონის პრობლემა გადაჭრილია.

“უმოკლეს ვადაში რასაც გავაკეთებთ, ეს არის სკოლის სახელმძღვანელოები, რომელიც სექტემბრიდან შემოვა, მე-6 კლასის ჩათვლით. გაუმჯობესებულია ხარისხობრივად მასალები, ასევე გავთვალისწინებულია წონის საკითხი, რომელიც გადაჭრილია. ხარისხის კუთხით, გვექნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, იმიტომ რომ ორეტაპიანი კონტროლი გაიარა.  ასევე როგორც ვიცი ჩართული იყვნენ აკადემიური წრეები”.

მისი თქმით, მომდევნო წლებში გაგრძელდება მუშაობა დანარჩენი კლასებისთვის.

პარლამენტმა 14 ივლისს ნდობა უნდა გამოუცხადოს მინისტრთა კაბინეტის წევრებს. დეპუტატები მინისტრობის კანდიდტაებს უსმენენ, ბატიაშვილიმა ეს განცხადება, სწორედ აღნიშნულ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი