ახალი ამბები

ნანუაშვილი: გეგუთის ციხეში რვაასამდე პატიმარი შიმშილობს

7 თებერვალი, 2014 • • 1164
ნანუაშვილი: გეგუთის ციხეში რვაასამდე პატიმარი შიმშილობს

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რვაასამდე პატიმარი შიმშილობს. ამის შესახებ ჟურნალსიტებს მან დღეს, ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განუცხადა.

 

უჩა ნანუაშვილის თქმით, მოშიმშილეების მოთხოვნა სამი პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიებაა:

“ისინი ითხოვენ სამი მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას პროკურატურის მხრიდან, შესაბამისად, ადმინისტრაციის იმ თანამშრომლების პასუხისმგებლობას და პირველ რიგში დროებით თანამდებობებიდან  ჩამოშორებას, რომელთა დანაშაულის კვალიც შეიძლება გამოიკვეთოს.”

 

გარდა ამისა, ნანუაშვილის თქმით, პატიმრები გარკვეული შეზღუდვების გაუქმენბას მოითხოვბენ:

 

“საუბარია იმაზე, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული შეზღუდვები იქნა დაწესებულებაში შემოღებული და მათი უფლებების განხორციელება ვერ ხდება. ეს შეზღუდვები ეხება კანონით დაცული უფლებების განხორციელებას. შესაძლოა ეს იყოს საკვებთან დაკავშირებით, გრძელვადიან პაემანთან დაკავშირებით, ტანსაცმელთან დაკავშირებით, ამანათებთან დაკავშირებით და სხვა.”

 

სახალხო დამცველი ასევე ადასტურებს ინფორმაციას, რომ აღნისნულ დაწესებულებაში ორი მსჯავრდებულის ცემა დადასტურდა:

 

“ისინი აცხადებდნენ, რომ ფიზიკური დაზიანება მიიღეს. დადასტურდა ეს ფაქტი, მათ ნამდვილად აქვთ გარკვეული დაზიანება მიღებული. სწორედ ამიტომ, ჩვენი მოტხოვნა არის გამოძიების ჩატარება, გამოძიებამ უნდა გარკვიოს, თუ როგორ და რა გარემოებაში მოხდა ამ დაზიანების მიღება,”-აღნიშნა ნანუაშვილმა.

 

უჩა ნანუაშვილი გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი