ახალი ამბები

გახარია:  პოლიციელებს, რომლებიც კოკა კობალაძესთან მივიდნენ, დავითხოვთ

14 ივლისი, 2018 • 3836
გახარია:  პოლიციელებს, რომლებიც კოკა კობალაძესთან მივიდნენ, დავითხოვთ

შსს-ს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დადასტურდა პოლიციელების მისვლის ფაქტი კოკა კობალაძის სახლში, რის გამოც ორ პოლიციელს, ასევე მათ უშუალო უფროსს და გლდანი ნაძალადევის სამსახურის უფროსს სამსახურიდან დაითხოვენ. საქმის მასალებს კი მთავარ პროკურატურას გაუგზვანიან.

პოეტ კოკა კობალაძის დედამ პოლიცია შვილის სასტიკ ცემაში დაადანაშაულა.   თათა დავითულიანიმ განაცხადა, რომ მის შვილს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, სიკვდილის პირას მიიყვანეს და საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში მარტო დატოვეს.

“გუშინ, გუშინწინ გენერალური ინსპექსიის მუშაობის შედეგად მართლაც დადასტურდა, რომ მასთან იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები.  კერძოდ, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების 2 თანამშრომელი, რომლებმაც ამ ვიზიტის ფაქტი დამალეს. იმის გამო რომ მსგავსი ქმედება არის აბსოლუტურად მიუღებელი, ჩვენ მივიღეთ დისციპლინარული დასჯის უმკაცრესი ზომა და ეს ორი თანამშრომელი , მათი უშუალო უფროსი და გლდანი ნაძალადევის სამმართველოს უფროსი დათხოვნილი იქნებიან შსს-ს სამინისტროს რიგებიდან რამეთუ ამის ჩამდენი პოლიციელების ადგილი შსს ში არ არის”, – განაცხადა გახარიამ 14 ივლისს, პარლამენტში.

მისი თქმით, შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ მოპოვებული ყველა მასალა გადაეცა მთავარ პროკურატურას, სადაც ამ საქმესტან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

თათა დავითულიანის ინფორმაციით, მისი შვილი კლინიკაში იმყოფება, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი