ახალი ამბები

სიცრუეა, რომ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ პირს 500 ლარით აჯარიმებენ

10 ივლისი, 2018 • 12247
სიცრუეა, რომ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ პირს 500 ლარით აჯარიმებენ

სოციალური ქსელებით ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, პირს ქართული კანონმდებლობით 500 ლარით დააჯარიმებენ.

სინამდვილეში, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ვერც ერთ ქართულ კანონში ამის შესახებ ჩანაწერს ვერ ნახავთ.

“თვითმკვლელობის მცდელობა საქართველოს კანონმდებლობით დასჯად ქმედებას არ წარმოადგენს და, ბუნებრივია, რომ არც უნდა წარმოადგენდეს. არ შეიძლება ადამიანს ვსჯიდეთ საკუთარი სხეულის ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ან საკუთარი სიცოცხლის მოსპობისთვის”, – განუცხადა ნეტგაზეთს “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარემ, იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ.

ნეტგაზეთი გირჩევთ:

http://batumelebi.netgazeti.ge/ambebi/57202/

მასალების გადაბეჭდვის წესი