ახალი ამბები

ივანიშვილი: NGO-ს სახელი დავით უსუფაშვილის რჩევით დავარქვი

4 თებერვალი, 2014 •
ივანიშვილი: NGO-ს სახელი დავით უსუფაშვილის რჩევით დავარქვი

 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავდაპირველად, როდესაც ორგანიზაციის დაფუძნება გადაწყვიტა, მას სურდა, რომ NGO-ს დასახელებაში სიტყვა ევროპა ყოფილიყო.

 

“ევროპული გზა და ევროპიზაცია… პირველი ვარიანტი იყო ევროპული არჩევანი”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამის შემდეგ იგი დაარწმუნეს, რომ ასეთი სახელი უკვე გაცვეთილი იყო, რის შემდეგაც მან მოინდომა სიტყვა საზოგადოებაზე აქცენტირება:

 

“შემდეგ უსუფაშვილმა თქვა, რომ პირდაპირ მოქალაქე დაარქვიო. მე აქტიური მოქალაქის დარქმევა მინდოდა, თუმცა უსუფაშვილის ვარიანტი ძალიან მომეწონა. როდესაც წავედით დასარეგისტრირებლად, აღმოჩნდა, რომ მოქალაქე უკვე დარეგისტრირებული ჰქონდა სხვა ჯგუფს, თუმცა მათ ეს სახელი ჩვენ დაგვითმეს, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი”, – განაცხადა ექსპრემიერმა და დასძინა, რომ იმ ჯგუფს, რომელმაც მას სახელი დაუთმო, არჩილ კბილაშვილი დაელაპარაკა. მისივე თქმით, ხსენებულმა ჯგუფმა ივანიშვილს სახელი თავისი ინიციატივით დაუთმო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი