საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილი ფილადელფიაში დაქორწინდა.
“გავფრინდით ვიქენდზე ფილადელფიაში, ჩემი ვაჟის ედვარდის ქორწილში…
ედვარდი რადიოპროგრამების პროდიუსერად მუშაობს და თანამშრომლობს BBC-ის National Public Radio-სთან.
ის დაქორწინდა თავის სვარტმორის (პენსილვანია) კოლეჯელ შეყვარებულზე, ადინე მელვუს-პეტრუსზე. ადინა არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და ინტენსიური სწავლის მეთოდით ეუფლება ქართულს.
როგორ ჩქარა მიქრის დრო… თითქოს ჯერ კიდევ გუშინ ვიდექით ჩვენ ჯვრისწერაზე ამერიკაში (არადა, ეს იყო დიდი ხნის წინ, 1993 წელს),” – წერს მიხეილ სააკაშვილი.