ახალი ამბები

ვიდეო ▶ თბილისში „გალფის“ დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

8 ივლისი, 2018 • 1811
ვიდეო ▶ თბილისში „გალფის“ დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ავჭალაში ავტოგასამართი სადგურის ოპერატორზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც შსს აცხადებს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ვ., ყაჩაღობის ბრალდებით, შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 100 მეტრში, მიმალვის მცდელობისას დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა კომპანია „გალფის“ კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დანის მუქარით 500 ლარი გასტაცა:

“სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და გატაცებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოკითხვისას გ.ვ.-მ მის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაული აღიარა. მისივე განაცხადებით, რამდენიმე დღის წინ თბილისში, სანზონაში მდებარე „გალფის“ ავტოგასამართ სადგურზეც განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა, სადაც ოპერატორს, ასევე, დანის მუქარით 300 ლარი გასტაცა.”

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. შსს-ს განცხადებით, გ.ვ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი