ახალი ამბები

ყრილობა, რომელსაც საპატრიარქო გაემიჯნა, ორგანიზატორებს 17 000 ლარამდე დაუჯდათ

7 ივლისი, 2018 • 5029
ყრილობა, რომელსაც საპატრიარქო გაემიჯნა, ორგანიზატორებს 17 000 ლარამდე დაუჯდათ

6 ივლისს, სპორტის სასახლეში, “ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა” გაიმართა, რომელსაც საპატრიარქო გაემიჯნდა. ღონისძიებას რამდენიმე მღვდელი და მრევლის ნაწილი დაესწრო.

ყრილობის ორგანიზატორები წუხდნენ იმის გამო, რომ სპორტის სასახლეში ძალიან ცოტა ადამიანი მივიდა. როგორც “ჰელსინკის კავშირის” წარმომადგენელმა, დავით ჭაბუკაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, სპორტის სასახლის რამდენიმე საათით დაქირავება 12-დან 17 ათას ლარამდე დაუჯდათ.

“წინასწარ ჩვენ არ ვიცოდით, რამდენი ადამიანი მოვიდოდა. უბრალოდ, არის რაღაც ისეთ გაუგებრობა, რომ ქვეყანა იღუპება და ფეხბურთის ყურებას არჩევს ადამიანი, ეს ნამდვილად არასერიოზულია. რა ვიცი, აბა, რა გითხრათ – ჩვენც რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ…

ეს არის ახლადჩამოყალიბებული მოძრაობა. ეს არის სტარტი, მაგრამ ეს მიიღბს ძაიან სერიოზულ ფორმებს. ეს თავისი დინებით წავა,” – გვითხრა დავით ჭაბუკაშვილმა.

ღონისძება რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურმა, გიორგი აბდუშელაშვილმა ლოცვით გახსნა, შემდეგ კი საქართველოს ჰიმნი მოისმინეს. აბდუშელიშვილმა კომენტარის გაკეთბაზე ნეტგაზეთს უარი უთხრა, თუმცა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საპატრიარქო. თავის მხრივ, ყრილობის დაწყებამდე, საპატრიარქომ განაცხადა, რომ მიტროპოლიტი იობი ცრუ ბრალდებების გამო მღვდელ აბდუშელაშვილთან მიმართებაში მკაცრ ზომებს მიიღებს.

ყრილობის მონაწილეთა ნაწილი სპორტის სასახლეში ხატებითა და სანთლებით იყო მისული. 15-მდე ადამიანს რამდენიმე საათის განმავლობაში ხელში ეჭერა ხატი სიტყვით გამომსვლელების უკან.

ღონისძიების ორგანიზატორები ქვეყანაში მიმდინარე აქტიუალურ და მათთვის პრობლემატურ საკითხებზე თითქმის ორი საათის განმავლობაში აფიქსირებდნენ მოსაზრებებს.

დავით ჭაბუკაშვილის თქმით, 9 ივლისს 18:00 საათზე პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ და “ჭეშმარიტი სამართლიანობის აღდგენას” დაიწყებენ. ყრილობის ორგანიზატორი დარწმუნებულია, რომ რუსთაველის გამზირზე გაცილებით მეტი ადამიანი მივა, ვიდრე სპორტის სასახლეში.

“ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა” – პირდაპირი ეთერის ჩანაწერი:

“ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა” სპორტის სასახლეში, რომელსაც საპატრიარქო გაემიჯნა. 06.07.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი