ახალი ამბები

განადგურებული ხიდების ნაცვლად, ჭუბერში დროებითი ხიდები მოეწყობა

6 ივლისი, 2018 • 1965
განადგურებული ხიდების ნაცვლად, ჭუბერში დროებითი ხიდები მოეწყობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის სვანეთში, სოფელ ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში გზების დეპარტამენტი გაწმენდით სამუშაოებს ატარებს, ადგილზე მობილიზებულია 5 ერთეული მძიმე ტექნიკა, მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა ტერიტორია. სპეციალისტები ასევე მუშაობდნენ მდინარის ძველ კალაპოტში დასაბრუნებლად. 

ასევე, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინჟინრები, რომლებიც სტიქიის ზონაში დღეს  დილიდან 4 განადგურებული ხიდის ნაცვლად განათავსებენ დროებით ხიდებს, რათა მოსახლობამ შეუფერხებლად შეძლოს ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.

სვანეთში, სოფელ ჭუბერთან მთის ნაწილის მოწყვეტის შემდეგ მდინარე ნენსკრა ადიდდა. დაიტბორა დასახლებული ტერიტორიის ნაწილი. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ ამ დროისთვის არსებულ ყველა ინფორმაციას, რაც სტიქიის შესახებაა ცნობილი:

სტიქია ჭუბერში – ყველა ფოტო და ვიდეო ერთად

მასალების გადაბეჭდვის წესი