ახალი ამბები

თამარ მეფის გამზირზე ჰაერში აზოტის ორჟანგის შემცველობა დასაშვებზე 1,3-ჯერ მეტია

4 ივლისი, 2018 • 2806
თამარ მეფის გამზირზე ჰაერში აზოტის ორჟანგის შემცველობა დასაშვებზე 1,3-ჯერ მეტია

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ჰაერში აზოტის ორჟანგი შემცველობა დასაშვებ ნორმას 1,3-ჯერ აღემატება. ატმოსფერული ჰაერის ხარისხი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მონიტოირნგის ავტომატური სადგურის მეშვეობით გაზომა.

როგორც ატომსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი ამბობს, მაჩვენებელი მაღალი არაა, თუმცა უსაფრთხო ზღვრის მისაღწევად გარკვეული ღონისძიებების გატარებაა საჭირო. როგორც მეგრელიშვილი განმარტავს, აზოტის ორჟანგის ჭარბ შემცველობას ჰაერში ავტოტრანსპორტი იწვევს:

“ეს ნივთიერება არის დაბალი ხარისხით წვის შედეგი და ჩვენი ავტოპარკის ასაკის და ტექნიკური გამართულობის პირობებში, სამწუხაროდ, ლოგიკური შედეგია. აუცილებელია ე.წ. ტექდათვალიერების სრულყოფილად ამოქმდება, ავტოპარკის გაახალგაზრდავება, უფრო სუფთა ტექნოლოგიების წახალისება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და გაუმჯობესება იმისათვის, რომ შევამციროთ კერძო ტრანსპორტის წილი დედაქალაქში” – ამბობს მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილის თქმით, თამარ მეფის გამზირზე სხვა დამაბინძურებლების კონცენტრაცია ჰაერში დასაშვებ ნორმას არ აჭარბებს. თბილისში არსებული 4 ადგილიდან, სადაც ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ხდება, ყველაზე დაბინძურებული წერეთლის გამზირია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი