ახალი ამბები

შსს-მ პეტრე დევრიშაძის კომპანიასთან ტენდერი შეწყვიტა

3 ივლისი, 2018 • 3135
შსს-მ პეტრე დევრიშაძის კომპანიასთან ტენდერი შეწყვიტა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტო პეტრე დევრიშაძის კომპანიასთან, “მარგიოსთან” გაფორმებული ტენდერი გააუქმა.

ტენდერი 30 ივნისს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 3 ივნისს დასრულდა. ის 105 000 ლარის ოდენობის იყო და შუქამრეკლი ჟილეტების შეძენას ითვალისწინებდა.

3 ივლისს სატენდერო კომისიის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ტენდერის შეწყვეტასთან დაკავშირბეით. გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია შპს “მარგიო” მონაწილეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტომ ტენდერიშ შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სტუდია “მონიტორმა”  და შემდეგ ტელეკომპანია”რუსთავი 2″-მა გაავრცელეს ცნობები იმის შესახბ, რომ თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში რუსეთის ჯაშუშობისთვის გასამართლებული პეტრე დევრიშაძის კომპანია იმარჯვებდა. 

ვინ არის პეტრე დევრიშაძე

პეტრე დევრიშაძე სპეცოპერაცია “ენვერის” დროს დააკავეს 2010 წელს. ოპერაცია “ენვერი”, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარებიდან ირკვევა, 2006 წელს დაიგეგმა და 2010 წელს განხორციელდა. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ცამეტივე მოქალაქე აჭარის მკვიდრია. დაკავებულთაგან აღიარებითი ჩვენება მხოლოდ ორმა– ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მფრინავმა გაბრიელ უსტალიშვილმა მისცა. 2011 წელს, იმავე ხელისუფლების პირობებში, რომლის დროსაც დევრიშაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, იგი გათავისუფლდა. დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.

დევრიშაძის დაკავებას 2010 წელს მოსკოვიდან ასლან აბაშიძის თანაგუნდელები გამოეხმაურნენ. ბადრი მელაძე და აჭარის ყოფილი შსს-ს მინისტრის მოადგილე, დავით ბაკურიძე პეტრე დევრიშაძეს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებდნენ ბრალს.

პეტრე დევრიშაძე ბიზნესარენაზე აჭარის რევოლუციის შემდეგ გამოჩნდა. მან ქალაქის ცენტრში უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა. პრესისთვის ის ცნობილი 2008 წლის დასაწყისში გახდა. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და პუშკინის ქუჩის ¹13-ში მდებარე 2700 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი 275 ათას დოლარად შეისყიდა. დევრიშაძემ მშენებლობის დაწყება 2008 წლის აგვისტოს ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო ვერ მოახერხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი