ახალი ამბები

უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო მე-17 ადგილზეა – Gallup

29 ივნისი, 2018 • 3229
უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო მე-17 ადგილზეა – Gallup

გალაპ ინთერნეიშენალის კვლევაში, რომელიც ქვეყნებში მართლწესრიგის აღქმას ზომავს, საქართველო მეჩვიდმეტე ადგილზეა. კვლევაში სულ 142 ქვეყნის მონაცემია წარმოდგენილი.

საქართველოს ქულა არის 87. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად სინგაპური დასახელდა 97 ქულით, მას მოსდევს ისლანდია, ფინეთი, უზბეკეთი, ჰონკონგი, შვეიცარია, კანადა, ინდონეზია, დანია, სლოვენია, ლუქსემბურგი, ავსტრია, ჩინეთი, ჰოლანდია ეგვიპტე და საქართველო.

ყველაზე საფრთხის შემცვლელი ქვეყნების ათეული კი ასე გამოიყურება – ვენესუელა, ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, გაბონი, ლიბერია, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ბოცვანა და სიერა ლეონე.

მართლწესრიგის ინდექსი შემდეგი შეკითხვებით განისაზღვრა:

[checklist]

  • იმ ქალაქსა და ადგილას, სადაც თქვენ ცხოვრობთ, გაქვთ თუ არა ნდობა ადგილობრივი პოლიციის მიმართ?
  • გრძნობთ თუ არა თავს უსაფრთხოდ, როდესაც ღამით მარტო სეირნობთ?
  • ბოლო 12 თვის განმავლობაში მოუპარავთ თუ არა თქვენთვის ან თქვენი ოჯახის წევრისთვის ფული ან რაიმე ნივთი?
  • ბოლო 12 თვის განმავლობაში ყოფილხართ თუ არა საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ან თავდასხმის მსხვერპლი?

[/checklist]

შედეგები დაფუძნებულია როგორც სატელეფონო, ისე პირისპირ ინტერვიუებზე. ამგვარდ, 2017 წელს თითოეული ქვეყნიდან 1 000 ადამიანი გამოიკითხა. მათი ასაკი 15 წელი ან მეტია. გამოკითხვა 142 ქვეყანაში ჩატარდა, ცდომილების ზღვარი ±2.1 დან ±5.6 -მდეა.  კვლევის სანდოობა კი 95%-ია.

წინა წლის კვლევაში საქართველოს, წლევანდელის მსგავსად, 87 ქულა ჰქონდა და ამ შედეგით იგი მეცხრამეტე ადგილს იკავებდა. 2016 წელს 142 ქვეყნის ნაცვლად 135 ქვეყანა გამოიკითხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი