ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ-მა შესაძლოა ვიზა არ მისცეს

27 ივნისი, 2018 • 2106
აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ-მა შესაძლოა ვიზა არ მისცეს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს 26 ივნისს წარედგინა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც სანქციებს უწესებს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, მათ შორის ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, რაც ჩადენილია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ტედ პომ (რესპუბლიკელი) და ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) წარადგინეს. კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტი ვალდებულია სანქციები დააკისროს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თუ სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით…

[checklist]

  • პირი პასუხისმგებელია, თანამონაწილეა ან შემკვეთია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე, რომელიც ჩადენილია აფხაზეთსა და ცხინვალში.
  • პირი მატერიალურად ეხმარება, აფინანსებს ან ტექნიკურ დახმარებას უწევს უცხო ქვეყნის მოქალაქე პირს, რომელიც პასუხისმგებელია, თანამონაწილეა ან შემკვეთია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე, რომელიც ჩადენილია აფხაზეთსა და ცხინვალში.
  • თუ პირს აკონტროლებს ან იგი მოქმედებს იმ პირის დაკვეთით, რომელიც პასუხისმგებელია, თანამონაწილეა ან შემკვეთია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე, რომელიც ჩადენილია აფხაზეთსა და ცხინვალში.

[/checklist]

სანქციები, რომლებიც ამ პირებს დაეკისრებათ:

[crosslist]

  • აქტივების დაბლოკვა-დაებლოკოს და აეკრძალოს ტრანზაქციების განხორციელება საკუთრებასთან დაკავშირბეით, რომელიც აშშ-ში მდებარეობს ან კონტროლდება აშშ-ის მიერ.
  • აშშ-დან გაძევება და ვიზის ან სხვა დოკუმენტების გაუქმება

[/crosslist]

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომდევნო ეტაპზე საკანონმდებლო აქტის პროექტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილავენ. მხარდაჭერის შემთხვევაში, კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. მიმდინარე მოწვევის აშშ-ის სენატის მიერ მსგავსი შინაარსის საკანონმდებლო აქტის დამტკიცებისა და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მისი ხელმოწერის შემთხვევაში, ის კანონად იქცევა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი