ახალი ამბებირეკლამა

პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეული გაიხსნა

25 ივნისი, 2018 • 1429
პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეული გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, პროფესიულ განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მიდგომით სწავლების პოპულარიზებისთვის,  კვირეული იმართება.

„პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეული, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, ინოვაციურ ლაბორატორიებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების (სპექტრი’’, „მერმისი“, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია’’, „მოდუსი’’) სტუდენტების ინოვაციური ნამუშევრები. ღონისძიებაზე ასევე,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სააგენტოს მხრიდან, გაკეთდა მოკლე პრეზენტაციები  ინოვაციურ სწავლებასთან და სისტემაში არსებულ სერვისებთან დაკავშირებით.

კვირეულის ფარგლებში, ყოველდღიურად სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის, მოეწყობა თემატური აქტივობები და გავრცელდება ინფორმაცია სისტემაში არსებული სერვისების შესახებ. სახელმწიფო კოლეჯებთან ერთად, კვირეულში მონაწილეობას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს უნივერსიტეტი, Startup Factory  და კომპანია Future Laboratory მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი