ახალი ამბები

პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე შეიძლება განცხადება მიიღოს

23 იანვარი, 2014 • • 1004
პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე შეიძლება განცხადება მიიღოს

საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებულ განცხადების ტექსტში ღრმა შეშფოთება არის გამოთქმული ბოლო დღეების განამვლობაში უკრაინის დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო,  ხოლო ძალადობის ესკალაციის მთავარ მიზეზად რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლაა დასახელებული: 

 

“არის გამოთქმული შეშფოთება მსხვერპლის და ძალადობის გამო, არის მოწოდება მთავრობის მიმართ, რომ გაგრძელდეს დიალოგი და არ დაუშვას ძალადობის შემდგომი ესკალაცია, არის გაზიარება ევროკავშირის და შეერთებული შტატების პოზიციის სულისკვეთებისა, მაგრამ ამავე დროს ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამ  ესკალაციის და ყველაფრის მთავარი მიზეზი არის რუსეთის ხელისუფლების მიერ ვილნისუის სამიტის წინ უკრაინაზე  განხორციელებული ხანგრძილი ზეწოლა, იმისათვის, რომ უკარაინას არ მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებაზე და ზოგადად ის, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს მეზობელი ქვეყნების სწრაფვას ცივილიზებული სამყაროსკენ,” – ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ  უკრაინაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება:

 

“საქართველოს პარლამენტშიც, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მთლიანად და მთელ ჩვენს საზოგადოებაში არის სრული კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს. ამასთანავე, უკრაინაში ამ არჩევანის რეალიზება რთულდება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან შექმნილი პრობლემების გამო. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად განვაცხადეთ, როდესაც ძალადობის ესკალაცია ხდება და უკვე არის მსხვერპლი, აქ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეკისრება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინელი ხალხის ევროპული არჩევანი იქნება რეალიზებული, ეს ნაციონალური კრიზისი იქნება დაძლეული და ამ კრიზისის დაძლევას ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ევროპასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვეხმარებით და მივესალმებით. “

 

რაც შეეხება განცხადების ტექსტს, ბერძენიშვილის განმარტებით, თუ უმცირესობას აკვიატებები არ ექნება, ერთობლივი ტექსტის მიღება შესაძლებელია:

 

“პარლამენტში თუ რაიმე აკვიატებები არ იქნება უცმირესობის მხრიდან, ზოგადად დეკლარილებული პოზიციები, რომ ეს არის უკრაინელი ხალხის არჩევანი, რომ ამ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს, რომ სხვა შესაძლებლობები უკრაინაში არ არსებობს და გაიმარჯვებს ევროპული არჩევანი და ამ გამარჯვების უზრუნველყოფაში რეალურ დიალოგზე რაც უფრო მალე წავა უკრაინის ხელისუფლება, არის უკეთესი, რაც უფრო ნაკლები იქნება რუსეთის ფედერაციის ზეწოლის შესაძლებლობა, ეს სტრატეგიული თვალსაზრისით იქნება უკეთესი –  აი, ამ პოზიციების მქონე პოლიტიკური ძალების მიერ შესაძლებელი არის შეთანხმებული ტექსტის შედგენაც. ეს დამოკდიებული არის ჩვენს კოლეგებზე. განწყობები არის ერთგვარი, ამასთანავე, ჩვენს უკრაინაში მისაღებ გადაწყვეტიელებას არ უნდა მოვაკლოთ უკრაინელი ხალხის შესაძლებლობის ადეკვატური შეფასება და ქვეყნის გარეთ არ უნდა გავიტანოთ ის შესაძლებლობა, რაც უპირველეს ყოვლისა აქვს უკრაინელ ხალხს. “

 

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ევროპას გაცილებით ენერგიული ნაბიჯების გადადგმა მართებს:

 

“უმძიმესი მდგოამრეობაა კიევში. ამ სიტუაციაში მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, გუშინ იყო საინტერესოო განცხადება ევროპელი ლიდერების მიერ, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტის განცხადება ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ევროპასაც მეტი, გაცილებით ენერგიული ნაბიჯების გადადგმა მართებს, რათა ევროპის ცენტრში არ მოხდეს ეს უბედურება, არ მივიდეს იმ კულმინაციამდე, როდესაც ევროპულ სტაბილურობას შეექმნება სერიოზული პრობლემები.”

პარლამენტი
პარლამენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი