ახალი ამბები

ღარიბაშვილი: საქართველო იმედოვნებს, რომ მოიპოვებს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ გასასვლელს ევროკავშირის ბაზარზე

23 იანვარი, 2014 • • 1288
ღარიბაშვილი: საქართველო იმედოვნებს, რომ მოიპოვებს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ გასასვლელს ევროკავშირის ბაზარზე

“უკანასკნელ წლებში საქართველოს ეკონომიკაზე დიდი გავლენა იქონია რეგიონული მნიშვნელობის რამდენიმე მოვლენამ. მართლაც სახეზეა როგორც დადებითი, ასევე, უარყოფითი ძვრები. ნება მომეცით, ყურადღება გავამახვილო დადებით ძვრებზე. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა, სთავაზობს რეგიონის ქვეყნებს ესოდენ აუცილებელ ბიძგს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ლაპარაკია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ჩათვლით.


ვაჭრობასთან დაკავშირებული სტრატეგიების ზედმიწევნითი რეფორმების გატარებით, როგორც ეს მოიაზრება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო იმედოვნებს, რომ მოიპოვებს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ გასასვლელს ევროკავშირის ბაზარზე თავისი პროდუქციისა და მომსახურებისათვის. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ეს ხელშეკრულება ხელს შეუწყობს პირდაპირი ინვესტიციების ნაკადს საქართველოში,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი