თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ თურქეთის სახელმწიფო მედია წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
შედეგები, რომლებიც ქვეყნის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ დადასტურებული არ არის, ასე გამოიყურება:
საპრეზიდენტო არჩევნები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი(სამართლიანობის და განვითარების პარტია) – 52.88%
მუჰარემ ინჯე(რესპუბლიკური პარტია) – 30.65%
მერალ აქშენერი(კარგი პარტია) – 7.48%
სელაჰათინ დემირთაში(ხალხთა დემოკრატიული პარტია) – 7.87%
საპარლამენტო არჩევნები
[სახელისუფლებო] სახალხო ალიანსი(ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტია”; “ნაციონალისტური მოძრაობის პარტია”) – 60.47%
[ოპოზიციის] ეროვნული ალიანსი(“რესპუბლიკური პარტია”; “კარგი პარტია”; “ბედნიერების პარტია”; “დემოკრატიული პარტია”) – 29.12%
“ხალხთა დემოკრატიული პარტია” – 8.69%
ეგზიტპოლის შედეგებს უკვე გამოეხმაურა “რესპუბლიკური პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატი მუჰარემ ინჯე, რომელმაც “ანადოლუ” მანიპულაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აღნიშნულ შედეგებს არ ენდობა.