შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შრი-ლანკის 8 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, ისინი მიხედვით სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს დანაშაული 4-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შსს ცნობით, დაკავების ოპერაციაშია სასაზღვრო პოლიციასთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც მონაწილეობდა.