22 ივნისს, საღამოს, ქუთაისში ძლიერი წვიმის და სეტყვის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში 9 შეტყობინება შევიდა.
როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, შეტყობინებები ძირითადად ქალაქის ცენტრალური უბნებიდან შევიდა.
დაშავებულები არ არიან, მოსახლეობისთვის სტიქიისგან მიყენებული ზიანის შესახებ ცნობები ადგილობრივ მთავრობას ჯერ არ გაუვრცელებია.