ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი თბილისისგან მე-11 საუკუნის ხატის დაბრუნებას ითხოვს

21 ივნისი, 2018 • 5883
ცხინვალი თბილისისგან მე-11 საუკუნის ხატის დაბრუნებას ითხოვს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე, რომელიც 2018 წლის 19-20 ივნისს გაიმართა, საქართველოში არსებული უნიკალური, ოქონის ხატის ცხინვალში დაბრუნების საკითხი კვლავ დააყენეს. 

“ყურადღება გავამახვილეთ იმ საფრთხეებზე, რის წინაშეცაა საქართველოს კონტროლირებად, აღმოსავლეთ ოსეთის ტერიტორიებზე ოსური ისტორიულ-კულტურული ძეგლები. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარეს კვლავ მოუწოდეს, დაუშვან ექსპერტები ოსური ისტორიულ-არქიტექტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის გამოსაკვლევად და შესაფასებლად”.

როგორც რადიო თავისუფლება წერდა 2002 წელს, 2001 წლის დასაწყისში კრისტის აუქციონზე რუსეთის მოქალაქემ გასაყიდად წარადგინა სპილოს ძვლის ხატი. კრისტის აუქციონის მესვეურებმა დაადგინეს, რომ ექსპონატი ქართული წარმომავლობის იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ კრისტიზე წარდგენილი ხატი ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიქტის დროს ცხინვალის მუზეუმიდან დაკარგული ოქონის სამკარედია.

მე-11 საუკუნის ხატი შვეიცარიამ საქართველოს 2004 წელს გადასცა. ხელოვნების ნიმუშის ღირებულება დაახლოებით მილიონ 600 ათას ევროდაა შეფასებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი