აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის სენატის ვერსიაში საქართველო აშშ-ის მოკავშირედ და პარტნიორად არის მოხსენიებული. აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი აერთიანებს აშშ-ის ყველა ფედერალურ კანონს, რომელიც განსაზღვრავს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წლიურ ბიუჯეტსა და ხარჯებს.
2019 წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში საქართველოს შესახებ ვკითხულობთ:
[checklist]
- მხარი დავუჭიროთ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მათ შორის, თავდაცვითი ლეტალური დახმარების გაძლიერებას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მზადყოფნის გაძლიერებას და NATO- ს ძალებთან თავსებადობის გაუმჯობესებას;
- შევიმუშაოთ და განვახორციელოთ ყოვლისმომცველი უსაფრთხოების თანამშრომლობის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს და პრიორიტეტს ანიჭებს ევროპაში მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერას, მათ შორის, ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს;
- განვიხილოთ და შევისწავლოთ ნატოსა და სხვა მრავალმხრივი წვრთნების მზარდი სიხშირის (შესაძლებლობა) შავ ზღვაში საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით.
- დავადასტუროთ ნატოს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერა, მათ შორის, ნატოში საქართველოს საბოლოო წევრობა.
- ხელი შევუწყოთ მნიშვნელოვანი რესურსებით ნატო-ს საქართველოს პაკეტის უზრუნველყოფას და წაახალისოს ნატო და მოკავშირეები, გამოიყენონ სრულფასოვნად ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო და შეფასების ცენტრის შესაძლებლობები.
[/checklist]