ახალი ამბები

ვითარება კიევში – დამტვრეული კატაპულტი, “ტიტუშკები” და შეტაკებები მხარეებს შორის

21 იანვარი, 2014 •
ვითარება კიევში – დამტვრეული კატაპულტი, “ტიტუშკები” და შეტაკებები მხარეებს შორის

“იანუკოვიჩი მე სიტუაციის დარეგულირებას დამპირდა, თუმცა სიტყვა არ შეასრულა. მე წავალ პრეზიდენტთან, რათა მივიღო პასუხები”, – აცხადებს კლიჩკო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაცით, მიუხედავად იმისა, რომ წუხელ, ღამის განმავლობაში კიევში შეტაკებები ბერკუტსა და მომიტინგეებს შორის შედარებით შემცირდა, უკრაინის დედაქალაქშო კვლავ დაძაბული მდგომარეობაა. სააგენტო უნიანის ინფორმაციით, მაიდნის მიმდებარე ქუჩებზე დემონსტრანტებმა ე.წ. ტიტუშკების კოლონები შენიშნეს. “ტიტუშკები”, უკრაინული წყაროების ინფორმაციით, “ახალგაზრდების არაფორმალური გაერთიანებებია, რომელიც სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებისათვის ხელის შეშლას ცდილობენ მთავარობის სასარგებლოდ”.

 

 

 

ამასთან, ბერკუტმა რამდენიმესაათიანი მცდელობის შედეგად, “რია ნოვოსტის” ცნობით, დემონსტრანტების მიერ დამზადებული კატაპულტის დამტვრევა შეძლო.

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გრუშევსკის ქუჩაზე მიმდინარე შეტაკებების შედეგად 30–მდე ჟურნალისტია დაშავებული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი