შესაძლოა ქართული წარმოების რძე და რძის ნაწარმი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამაში წერია. პროგრამის მიხედვით, დღგ-სგან გათავისუფლდება ფარმაცევტული საწარმოს მიერ წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება.
პროგრამის მიხედვით, ეს პროდუქტები დღგ-სგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება. რაც გულისხმობს იმას, რომ პროდუქტის წარმოებისათვის დაკავშირებულ ხარჯებზე (იგულისხმება A პროდუქტის შეძენა, რომლის გადამუშავების შედეგად მიიღება B პროდუქტი) პირები დღგ-ს გადაიხდიან. ხოლო უკვე დამზადებულ პროდუქტის რეალიზაცია დღგ-თი არ დაიბეგრება. ანუ პროგრამის მიხედვით, ადგილობრივი წარმოების პროდუქტის გაძვირება დღგ-ს ხარჯზე არ მოხდება.
მამუკა ბახტაძის შეფასებით, დღგ-სგან ეროვნული პროდუქტის გათავისუფლება ქართულ პროდუქტს იმპორტირებული პროდუქტის მიმართ უფრო კონკურენტულს გახდის.