ახალი ამბები

18 ივნისის წვიმის შედეგები თბილისსა და რეგიონებში – მოკლედ

19 ივნისი, 2018 • 1704
18 ივნისის წვიმის შედეგები თბილისსა და რეგიონებში – მოკლედ

18 ივნისს ღამის საათებში დაწყებული წვიმის გამო თბილისსა და რეგიონებში საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა, ხოლო კახეთში ხევის ადიდების გამო გზის სავალ ნაწილზე მიწის ნაწილი შამოიშალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 18 და 19 ივნისს სულ 441 გამოძახება დაფიქსრიდა. აქედან თბილისში – 292 , ხოლო რეგიონებში – 149.

თბილისში დიდი წვიმის გამო გლდანს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა. წვიმასთან ერთად მოდიოდა სეტყვაც.

ძლიერი წვიმა და სეტყვა თბილისში – გლდანს შუქი არ მიეწოდება [ვიდეო]

ძლიერი წვიმის გამო თავისუფლების მოედანზე სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისში” დაიტბორა, წყალი შევიდა სავაჭრო ცენტრის სავაჭრო ფართებსა და მიწისქვეშა ავტოსადგომზე.

ძლიერი წვიმის შედეგად “გალერია თბილისის” ნაწილში წყალი შევიდა

თბილისში, ვარკეთილში, ჩუღურეთსა და სამგორში საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტრობა. სამი გამოძახება დაფიქსირდა ახმეტის მუნიციპალიტეტშიც, სადაც საცხოვრებელ სახლებში შევიდა წყალი.

დუშეთის რაიონში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები.
სულ 22 შეტყობინება დაფიქსირდა.



საგარეჯოს მუნიციპალიტეში, სოფელ გიორგიწმინდაში ხევი ადიდდა, რის გამოც მიწის მასივი საავტომობილო გზაზე ჩამოწვა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი