ახალი ამბები

სახალხო დამცველი: მაღალმთიანი სოფლების სოციალური დახმარების ცენტრებს მანქანები არ ჰყავთ

17 იანვარი, 2014 •
სახალხო დამცველი: მაღალმთიანი სოფლების სოციალური დახმარების ცენტრებს მანქანები არ ჰყავთ

სახალხო დამცველის გამარტებით, ხულოს, შუახევის, ქედის, ახმეტისა და სტეფანწმინდის რაიონების სოციალური მომსახურების ცენტრებს არ გააჩნიათ სატრანსპორტო საშუალებები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.

 

 

სახალხო დამცველის ოფისის განმარტებით, აღნიშნული რაიონების სოფლების უმრავლესობა რაიონების ცენტრიდან ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომობილებით მიუვალია და სააგენტოს თანამშრომლები ზამთრის პერიოდში ვერ ახერხებენ ბენეფიციარებთან ჩასვლას. 

 

“წელიწადის სხვა დროსაც ძირითადად საკუთარი ხარჯებით გადაადგილდებიან და ხშირად, უტრანსპორტობის გამო ღამე დარჩენა უწევთ. სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად თანამშრომლები მაღალმთიან სოფლებში ხშირად ფეხითაც მიდიან”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

 

სახალხო დამცველის შეფასებით, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების არარსებობა ხელს უშლის სააგენტოებს მათზე დაკისრებული მოავლეობა შეასრულონ და სოციალური აგენტები ყველა კონკრეტულ შემთხვეაში ესტუმრონ სოფლებს. 

 

2013 წლის სექტემბერ–ნოემბერში სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ხულოს, შუახევის, ქედას, ახმეტისა და სტეფანწმინდის რაიონებში სოციალური დახმარების რაიონულ ცენტრებს ესტუმრა და იქ არსებული ბრობლემები შეისწავლა, რომელთაგან სატრანსპორტო საშულებების არქონა აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი