ახალი ამბები

ბახმაროში კაცი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა

16 ივნისი, 2018 • 6178
ბახმაროში კაცი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა

გურიაში, კურორტ ბახმაროსთან ახლოს, მეხის დაცემის შედეგად კაცი დაიღუპა ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს.

გარდაცვლილი მწყემსი იყო, რომელიც უბედური შემთხვევის დროს ტყეში იმყოფებოდა. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, პროცესში მაშველების ჩართვა საჭირო არ გახდა. უწყების ცნობით, კაცი ხულოში ცხოვრობდა და ის ახლობლებმა საკუთარი ძალებით გადაასვენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კურორტ ბახმაროში ამ დრომდე ძლიერად წვიმს.

მასალების გადაბეჭდვის წესი