ახალი ამბები

“ნაციონალურ მოძრაობაში” პარტიიდან წევრების წასვლას უარყოფენ

16 ივნისი, 2018 • 3070
“ნაციონალურ მოძრაობაში” პარტიიდან წევრების წასვლას უარყოფენ

“ნაციონალურ მოძრაობაში” ოარტიიდან ლიდერების წასვლას უარყოფენ. როგორც პარტიის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მისი წევრები შიდა დაპირისპირების გამო ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

აღნიშნული ცნობა მედიაში დღეს, 15 ივნისს გავრცელდა. რამდენიმე ვებგვერდი იუწყებოდა, რომ შიდა უთანხმოების გამო პარტია რამდენიმე წევრმა, მათ შორის, ხატია დეკანოიძემ, ლევან ვარშალომიძემ, ნინო კანდელაკმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა დატოვეს.

მოგვიანებით, რამდენიმე მათგანმა ინფორმაცია საჯაროდ, ფეისბუქის პირად გვერდზე უარყო.

ჩიორა თაქთაქივილი და ნინო კანდელაკი აღნიშნულ ცნობებს საჯაროდ არ გამოხმაურებიან, თუმცა პარტიაში მათ წასვლასაც უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი