ახალი ამბები

LIVE ➡ დაძაბული ვითარება ოზურგეთის პოლიციასთან – ენმ 1 პირის გათავისუფელბას ითხოვს

15 ივნისი, 2018 •
LIVE ➡ დაძაბული ვითარება ოზურგეთის პოლიციასთან – ენმ 1 პირის გათავისუფელბას ითხოვს

ოზურგეთის პოლიციის განყოფილებასთან ამ დროისთვის [22:10] დაძაბული ვითარებაა – მოქალაქეები ოზურგეთის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ბესო ქათამაძის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ.

ადგილზე იმყოფება ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია, რომელიც საკუთარ ფეისბუკის გვერდზე პირდაპირ ეთერში უჩვენებს ოზურგეთის განყოფილებასთან მიმდინარე პროცესს. მისი ინფორმაციით, ბესო ქათამაძის მხარდამჭერ ახალგაზრდასთან ერთად დაკავებულია ის პირიც, რომელმაც ენმ-ის საკრებულოს დეპუტატს თავში რკინა ჩაარტყა.

“ადამიანმა, რომელმაც დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე ჩაარტყა ბესო ქათამაძეს რკინა თავში, კი არ დასაჯეს, მეტიც – ბესოს მხადამჭერები და მეგობრები როდესაც შეიკრიბნენ საკრებულოსთან 18:00 საათისთვის, ისევ ეს თავდამსხმელი მოაგზავნეს და მისი პროვოკაციის გამო დააკავეს აბსოლუტურად უსამართლოდ ახალგაზრდა ბიჭი [ბესო ქათამაძის მხარდამჭერი]. მხოლოდ ახლა გამოვიდა ერთი პოლიციელი და განაცხადა, თითქოს იმ ადამიანს, რომელმაც ბესო ქათამაძეს თავში ჩაარტყა რკინა, ახლა უყენებენ ბრალს,” – აცხადებს ნიკა მელია.

როგორც ნიკა მელია ამბობს, პოლიციის განყოფილების უფროსმა მას უთხრა, რომ ნახევარ საათში გაათავისუფლებენ ახალგაზრდა კაცს. მისი თქმით, ახალგაზრდის გათავისუფლების შემდეგ ბესო ქათამაძის სანახავად წავა საავადმყოფოში. ენმ ასევე მოითხოვს “ქართული ოცნების” წევრების დაკავებას, რომლებიც, მელიას თქმით, ქათამაძეს თავს დაესხნენ.

ნიკა მელიას თქმით, ბესო ქათამაძე ამჟამად საავადყოფოში იმყოფება მძიმე დაზიანებებით და შესაძლოა მას ოპერაცია დასჭირდეს.

საკრებულოს წევრი ენმ-დან “ოცნების” წარმომადგენლებს ცემაში ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი